0 1 : 4 7
 | 

სოც. მედია

მელია ოხანაშვილის ცემის ფაქტზე: "ხელისუფალისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე ციხეა, ოპოზიციისთვის თავ-პირის დამტვრევაზე - შარავანდედი"

"ხელისუფალისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე ციხეა, ოპოზიციისთვის თავ-პირის დამტვრევაზე - შარავანდედი"- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და დეპუტატ ანრი ოხანაშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება:

"ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი, მით უფრო მაშინ, როდესაც იმ პირსაც შვილები ახლავს, ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ და თავად შეურაცხმყოფელსაც.

უბრალოდ აქაც, ქართული ოცნების ხელში ორმაგი სტანდარტი აღორძინდა.

დეპუტატ ოხანაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ვინმე ვახტანგ რობაქიძე დააპატიმრეს, გაჩნდა ერთი მარტივი კითხვა - ვინმეს რომ ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეუფარდებდნენ თუ არა იმ პირს პატიმრობას?

პასუხი კითხვაზე უფრო მარტივია - ცხადია არა. ნაცვლად ამისა, მოჰყვებოდნენ იმის მტკიცებას რომ ხალხი გამწარებულია და სხვას რას ელოდნენ, რომ იქნებ შეაგინა და ა.შ. მოკლედ, ყველაფერს იზამდნენ რომ მოძალადისთვის შარავანდედი დაედგათ პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად.

ასეა, ხელისუფალისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე ციხეა, ოპოზიციისთვის თავ-პირის დამტვრევაზე (ახალქალაქი, კორცხელი და ბევრი სხვა) - შარავანდედი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:29

    მორიგი თაღლითური სქემა - ტურისტებს ბარში შამპანურს...

    ტურისტებს ბარში შამპანურისა და ორი ლუდისთვის 3103 ლარი გადაახდევინეს – ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ალექსანდრე გიორგაძე წერს.ალექსანდრე გიორგაძე წერს, რომ თავდაპირველად ბარში ტ...

  • 12:55

    გიორგი კეკელიძე: „თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ გოგო...

    გიორგი კეკელიძე სამტრედიაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და წერს :„ერთი დღით ადრე, სანამ ახალგაზრდა ქალს ქმარი თუ ქმარყოფილი ყელს გამოჭრიდა, იმ სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ.ახლა ვფიქრობდი, რომ ის ...

  • 11:48

    „ნიკა ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში, ვეღარ მოვ...

    „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან ერთადაა.  როგორც ნიკა მელია წერს, შალვა ნათელ...

  • 11:22

    იუნა შაფათავა: "რომელი სჯობს, გეკითხებით? ტრაკის ლ...

    ეპატაჟური მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქალებს მიმართავს:"ერთი კითხვა მაქვს ყველასთან, ქალებთან:არჩევანი რომ გქონდეთ, სხვა ქვეყანაში სამსახურის, რას გააკეთებდით:იქნებოდი...

  • 16:57

    ,, ასეთი უსირცხვილობა და ხალხის ფეხებზე დაკიდება რ...

    ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი  სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:ასეთი უსირცხვილობა, უნამუსობა და ხალხის ფეხებზე დაკიდება რამდენი უნდა მოისმინო, მაგრამ ეს ისეთი ცა...

  • 16:52

    ,,გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს, თქვენ თავად ...

    საქართველოს მეცნიერთა აკადემია ბიძინა ივანიშვილს დაბადების 64 წლის იუბილეს ულოცავს:ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნი...

  • 13:04

    ვინ იყო 5 თვის ორსული ქალი, რომელიც სავარაუდოდ გრი...

    ქუთაისში 5 თვის ორსული სავარაუდოდ გრიპის ვირუსით,ორი დღის წინ გარდაიცვალა. ქალს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის ონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 32 წლის ეკა ნათენაძე თავდაპირველად ამბროლაურ...