1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“მათთვის, ვისაც მიშას თანამდებობა დაბალი რანგის ჰგონია…”

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მათთვის, ვისაც მიშას თანამდებობა დაბალი რანგის ჰგონია 

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე:

 დანიშნულია უკრაინის ძლიან მაღალი ლეგიტიმაციის (ხმების 73%) მქონე სახელმწიფოს მეთაურის მიერ ანუ ანგარიშვალდებულია უშუალოდ პრეზიდენტის წინაშე

 პრემიერის წინაშე არათუ ანგარიშვალდებული არ არის, არამედ იმ უწყების აღმასრულებელი ორგანოს თავმჯდომარეა, რომლის რიგითი წევრები არიან – რადას თავმჯდომარე, პრემიერი მთელი კაბინეტით, უშიშროების საბჭოს მდივანი. 

 ქმნის და განსაზღვრავს პოლიტიკას და არ არის უბრალო აღმასრულებელი

 მეტიც, აკონტროლებს რამდენად ასრულებენ ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები ამ საბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

 არის პრეზიდენტის ხმა და წარმომადგენელი მთავრობასა და რადაში

ვიცე-პრემიერი:

 ანგარიშვალდებულია პრემიერის წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, ანგარიშვალებულია პრეზიდეტის წინაშე 

 ემორჩილება კაბინეტის გადაწყვეტილებებს 

პოლიტიკის შემუშავების უფლებამოსილება უკიდურესად შეზღუდული აქვს 

ძირითადად დატვირთულია დელეგირებული უფლებამოსილების და სხვების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებით”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები