1 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“კლინიკაში ვწევარ, არ ვიცი, რამდენ ხანს დამტოვებენ” – როგორია გელა ჩარკვიანის მდგომარეობა?

 მწერალსა და დიპლომატს, გელა ჩარკვიანს გამთენისას თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” თავად ბატონმა გელამ დაუდასტურა. ორი კვირის წინ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თავს სუსტად გრძნობს.

  “ვერ წარმოიდგენთ ისეთი სისუსტე მაქვს. რა მიზეზით არის, არ ვიცი. მე ხომ არ ვესინჯები ექიმს. ასეთი ფილოსოფია მაქვს, 76 წლის შემდეგ, მით უმეტეს ასეთი ტრაგედიების გადატანის შემდეგ, ტერმინალურ დაავადებებთან დაკავშირებით ექიმთან აღარ დავდივარ.” როგორც ახლა ამბობს, ეს ოპერაცია იმ საერთო სისუტესთან კავშირში არ იყო და მაშინ უბრალოდ გადაიღალა. დიპლომატი ახლა თავს კარგად გრძნობს. გელა ჩარკვიანი: – გამთენიისას სასწრაფოთი წამიყვანეს და გამიკეთეს თიაქრის ოპერაცია. თიაქარმა ამოვარდნა იცის და თავის ადგილს არ უბრუნდება. ეს საშიშია. ამიტომ ოპერაციის გაკეთება ჯობდა. ჩემს ასაკში ძნელია ყველაფერი. ახლა კლინიკაში ვწევარ. არ ვიცი, რამდენ ხანს დამტოვებენ. წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები