1 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ლალი მოროშკინა:”გთხოვთ, ჩართოთ კონდენცირება და უარი ვთქვათ პირბადეებზე, რომელიც გუდავს სუნთქვას, ამრავლებს სიცხეში პარაზიტებს და ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს!”

პიარტექნოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"მეგობრებო! თუ ვინმე დაზარალდა ამ სეზონზე,როგორც პაწაწინა სასტუმროს მეპატრონე, პირველ რიგში, მე ვარ. ვფიქრობ, ფუჭია საუბარი ტურისტულ სეზონზე და რაც მალე გაცხადდება ეს, მით უფრო გავიიოლებთ საქმეს. ბანკებმა მოსთხოვეს სახელმწიფოს 1 200 000 შენატანი, რათა გადაუვადდეს მცირე ბიზნესს სესხები და ეს საუკეთესო წინადადებაა. წელს იმუშავებენ ზღვის კურორტები, მაგრამ უმძიმესი ვითარება იქნება კახეთში, სვანეთში, თუშეთში და იმ ლოკაციებზე, რომელსაც, ძირითადად, უცხოელი ტურისტების კონტინგენტი სტუმრობდა. 

ნუ მივცემთ ხალხს ფუჭ დაპირებას.მითუმეტეს როდესაც სამეზობლოში მძიმე კლინიკაა. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო გლობალისტებმა ეს სისხლისმღვრელი ომი ტრამპს მოუგეს, კოვიდის შტამი უფრო აქტიურად დაიყრება და შემოდგომა ნამდვილად მძიმე იქნება. უმორჩილესად გთხოვთ, ჩართოთ კონდენცირება და უარი ვთქვათ პირბადეებზე, რომელიც გუდავს სუნთქვას, ამრავლებს სიცხეში პარაზიტებს და ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს! 

დაბოლოს 2-3 სულგაყიდული, გაზულუქებული, ხამი და სხვა ქვეყნის აგენტი ექიმის გამო, ნუ მივიტანთ აგრესიას სრულიად სამედიცინო პერსონალზე, რომლებიც მართლა კაპიკებზე მუშაობენ და ჩვენზე ზრუნავენ", - წერს მოროშკინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები