2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ასეთი მდაბიო და დაბალი დონის "შუტკა" არასდროს არავის უკადრებია, რად გიღირდა?!..." - მაკა რაზმაძე ფარულავას დაუპირისპირდა

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე 29 ივლისს რუსთავი 2-ზე გასულ "ფარული კონვერტის" გადაცემას ეხმაურება, რომლის სტუმარი მოდელი, გიორგი ნაზღაიძე იყო.
მაკა რაზმაძემ გადაცემის წამყვან, ია ფარულავას ზურგსუკან ინტრიგების "ჩხლართვაში" ადანაშაულებს.

"პაროდიები ბევრი გაუკეთებიათ ჩემზე და თითქმის ყველა მათგანი მომწონს და მეც კარგად ვიცინი ხოლმე საკუთარ თავზე. ჩემი წარბების შესახებაც ბევრი მიცინია პაროდიებზე და არც ეს მიკვირს. მაგრამ ასეთი მდაბიო და დაბალი დონის "შუტკა" არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის კი არა,საკუთარი თავისთვის რაც შენ დაუშვი შენს გადაცემაში.კოლეგიალობაზე აღარ ვლაპარაკობ-ეს ან იცი ან არა ადამიანმა და თუ არ გესმის ვეღარავინ აგიხსნის. მესტიაში ერთად ვიყავით ერთი სამეგობრო და თურმე სად ვარ, სწორედ იმ დღეებში რეები მოგიმზადებია... ზურგსუკან გყვარებია ჩხლართაობა ჩემო ია და რა ძალიან ცუდია ეს!თან რად გიღირდა -3 პროცენტიან რეიტინგად? 3 პროცენტს ორი დღის გახსნილ " იბერიაშიც" კი არ ვწერდით არათუ ამხელა " რუსთავი-2ზე"და მანდ გონიათ რომ გადაცემა აქვთ და ამ დაბოლებებით კმაყოფილდებიან? ამდენი ადამიანის განაწყენება და შეურაცხყოფა და დაკარგვა თუ გიღირდა 3 პროცენტიან რეიტინგად კი ბატონო,ასე გააგრძელე" - წერს მაკა რაზმაძე.
ცნობისთვის, გადაცემის გასვლის შემდეგ ია ფარულავას მომღერალი თემურ თათარაშვილიც დაუპირისპირდა და რუსთავი 2-ს გადაცემაში მისი მისამართით გასული უხამსი ხუმრობის გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები