0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა

 

პარლამენტის უმრავლესობის წევრს ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა... ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები