0 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ტვ პირველმა რომ უპასუხოს, ეგრევე განადგურდა ის ფლეშკაც და კონვერტიცო, რას შვრებიან?” – ნიკა გვარამია

 

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:

“პროკურატურის მოთხოვნას  TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მიმართ, აღარ ქვია აღარც პროკურატურის და აღარც მოთხოვნა.

1. პროკურატურას უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მასალა, რადგან ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურის ვალდებულებაა დანაშაულზე რეაგირება

2. სრული კრეტინიზმია რაღაც კონკრეტული ჩიპის მოთხოვნა და რაღაც კონვერტის. 2 მიზეზით: ეს შეიცავს წყაროს კონფიდენციალობის დარღვევის რისკებს, რაც აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული (“წყაროს დასახელება” ფართოდ განიმარტება და მარტო მის სახელის და გვარის არგათქმას არ გულისხმობს, არამედ ნებისმიერი დეტალის, რამაც წყაროს იდენტიფიკაცია შეიძლება გამოიწყვიოს, მაგალითად, სად შეხვდი, როდის, რა ვითარებაში და ასე შემდეგ). ამას გარდა, და მთავარი და სრულიად სასაცილო: იქნებ ეგრევე განადგურდა ის ფლეშკაც და კონვერტიც, რა სისულელეებს ბოდავენ? და ეგ რომ უპასუხოს ტვ პირველმა, რას შვრებიან?

3. ზემოთ თქმული იმდენად შინაარსსგამოცლილია სამართლებრივადაც და ლოგიკურადაც, რომ შეუძლებელია დაშინების გარდა რამე სხვა მიზანს მოიცავდეს. მთავარი სათქმელი აქ იყო შედით და პროპორციული ძალა გამოიყენეთო. რაც ასევე იმდენად იმდენად აბსურდულია სამართლებრივადაც და ლოგიკურადაც და საკუთრივ პროკურატურას და ხელისულფებას იმდენად აზიანებს, რომ ერთადერთ რამეს შეიძლება მოიცავდეს – არხის და, ამის შემხედვარე, სხვა ოპოზიციური არხების დაშინებას და სრულ მედიატერორს.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები