0 2 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სასაცილოა ანტივაქსერების “გამარჯვებული” სტატუსები, თუმცა სასაცილოა ზოგადად ანტივაქსერობა - თათია შარანგია

მუსიკოსი და ტელეწამყვანი თათია შარანგია ე.წ მწვანე პასპორტების გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა.

“ავიცერი ჩემი და გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის და არა მწვანე პასპორტისთვის. ომიკრონი ისე გადავიტანე ვერ ვიჯერებდი, რომ მქონდა. ჩემს გარშემო აუცრელებსაც დაემართათ და 38/39 სიცხით და დიდი დისკომფორტით მიმდინარეობდა.

მწვანე პასპორტის არსებობა იყო გასაკვირად კარგი გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ. პირადად მე და ჩემი ოჯახი არ ვივლით იმ ლოკაციებზე, სადაც არ მომთხოვენ ან ვაქცინაციის ცნობას ან ბოლო 48 საათში ჩატარებულ პისიარს.

სასაცილოა ანტივაქსერების “გამარჯვებული” სტატუსები. თუმცა სასაცილოა ზოგადად ანტივაქსერობა.

#აცრაგვიცავს

ჯანმრთელობას გისურვებთ აცრილებსაც და აუცრელებსაც”,-წერს თათია შარანგია ფეისბუქში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები