1 8 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ბექა ყორშიამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა…” – ნიკა გვარამია

ᲑᲔᲥᲐ ᲧᲝᲠᲨᲘᲐᲡ ᲡᲘᲣᲟᲔᲢᲘ, ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲘᲗᲥᲕᲐᲡ, ᲐᲜᲐᲢᲝᲛᲘᲣᲠᲘ ᲗᲔᲐᲢᲠᲘᲐ. ᲑᲔᲥᲐᲛ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ ᲡᲐᲯᲐᲠᲝᲓ ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲨᲘᲒᲜᲔᲣᲚᲝᲑᲐ ᲐᲛᲝᲐᲚᲐᲒᲐ. ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲡᲮᲕᲐ: ᲐᲠᲪ ᲒᲐᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐ, ᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲐ, ᲐᲠᲪ ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲔᲚᲐᲪᲘᲐ, ᲐᲠᲪ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲐ, ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲗᲕᲘᲗᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲐ: ᲕᲔᲠ ᲛᲝᲔᲓᲐᲕᲔᲑᲘ, ᲕᲔᲠᲡᲐᲘᲓᲐᲜ ᲨᲔᲛᲝᲣᲕᲚᲘ, ᲛᲘᲙᲔᲠᲫᲝᲔᲑᲣᲚᲝᲑᲐᲡ ᲕᲔᲠ ᲓᲐᲐᲑᲠᲐᲚᲔᲑ. ᲐᲛᲘᲢᲝᲛᲐᲪᲐᲐ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲐᲜᲐᲢᲝᲛᲘᲘᲡ ᲐᲛᲡᲐᲮᲕᲔᲚᲘ ᲔᲡ 10 ᲬᲣᲗᲘ. ᲐᲚᲑᲐᲗ, ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲨᲗᲐᲛᲑᲔᲭᲓᲐᲕᲘ, ᲖᲣᲡᲢᲘ ᲓᲐ ᲐᲓᲕᲘᲚᲐᲓ ᲐᲦᲡᲐᲥᲛᲔᲚᲘ ᲛᲮᲘᲚᲔᲑᲐ. ᲐᲛᲘᲢᲝᲛᲐᲪ ᲐᲠᲘᲡ ᲔᲡ 10 ᲬᲣᲗᲘ, ᲐᲚᲑᲐᲗ, ᲒᲐᲪᲘᲚᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲨᲘᲨᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲕᲘᲓᲠᲔ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲔᲑᲘᲡ, ᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘᲡ, ᲐᲮᲡᲜᲐ-ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲔᲑᲘᲡ, ᲛᲡᲯᲔᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲗᲣᲚᲘ ᲙᲝᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲐᲗᲔᲑᲘ, ᲓᲦᲔᲔᲑᲘ, ᲗᲕᲔᲔᲑᲘ ᲓᲐ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲝᲐ, ᲬᲚᲔᲑᲘᲪ. ᲐᲛᲘᲢᲝᲛᲐᲪ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐ, ᲦᲠᲛᲐᲓ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲣᲚᲘ, ᲤᲐᲡᲔᲣᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲘ, ᲝᲠᲘᲒᲘᲜᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲛᲝᲐᲖᲠᲝᲕᲜᲔ ᲒᲐᲛᲑᲔᲓᲐᲕᲘ ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲔᲑᲘᲡ ᲐᲓᲒᲘᲚᲘ ᲘᲥ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ ᲬᲧᲓᲔᲑᲐ – ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲔᲡ ᲛᲔᲓᲘᲐ, ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ, ᲡᲐᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲝ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ ᲗᲣ ᲡᲮᲕᲐ.

ᲑᲔᲥᲐ, ᲕᲐᲛᲐᲧᲝᲑ ᲨᲔᲜᲘᲗ, ᲛᲘᲧᲕᲐᲠᲮᲐᲠ ᲓᲐ ᲒᲒᲣᲚᲨᲔᲛᲐᲢᲙᲘᲕᲠᲝᲑ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲨᲔᲜᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐᲨᲘ.

ᲐᲥᲕᲔ, ᲛᲘᲕᲛᲐᲠᲗᲐᲕ ᲧᲕᲔᲚᲐᲡ, ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲔᲚᲩᲝᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲗᲕᲚᲘᲗ, ᲐᲡᲔᲕᲔ, ᲡᲐᲮᲐᲚᲮᲝ ᲓᲐᲛᲪᲕᲔᲚᲡ (ᲛᲘᲡᲘ ᲐᲠᲐᲐᲓᲔᲙᲕᲐᲢᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲡᲐᲕᲔ ᲛᲐᲜᲓᲐᲢᲡ ᲐᲪᲓᲔᲜᲘᲚᲘ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ): ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲘ ᲑᲔᲥᲐ ᲧᲝᲠᲨᲘᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲣᲥᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲣᲐᲛᲠᲐᲕᲘ ᲞᲠᲔᲪᲔᲓᲔᲜᲢᲘᲡ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲘᲗ, ᲨᲔᲣᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ ᲛᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲡᲬᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲠᲘᲡᲙᲔᲑᲘᲡ ᲣᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲝᲓ ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲑᲐ. ᲛᲝᲒᲘᲬᲝᲓᲔᲑᲗ, ᲒᲐᲐᲢᲐᲠᲝᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲮᲔᲚᲗ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲘ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲖᲝᲛᲐ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲘᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲪᲐᲕᲐᲓ. ᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲖᲔ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲡᲘᲛᲫᲘᲛᲔ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲔᲙᲘᲡᲠᲔᲑᲐ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ. ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐᲡᲐᲪ ᲛᲘᲜᲓᲐ ᲕᲗᲮᲝᲕᲝ ᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ ᲐᲛ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ,

ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გამოგზავნილ განცხადებაში წერს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები