თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ“ აუდიოსისტემ...
აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის ...
|
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ მხარდამჭერი გახდა და საკუთარ წვლილს შეიტანს დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნაში.
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და პროფესიონალ ხელოვანებს აერთიანებს. თეატრის მიზანია, სცენით დაინტერესებულმა დაუნის სინდრომისა და სხვა საჭიროებების მქონე პირებმა თავიანთი თავი სამსახიობო ხელოვნებაში გამოცადონ.
თეატრისთვის, რომელიც თბილისის გარდა, აქტიურად მართავს წარმოდგენებს სხვადასხვა რეგიონში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გასტროლების დროს გადაადგილებაა. სწორედ ამიტომ „თეგეტა“ დასს ამ მიმართულებითაც გაუწევს დახმარებას და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამის ნაწილია ის სხვადასხვა პროექტი, რომლებიც დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად განვახორციელეთ. რაც შეეხება „აზდაკის ბაღს“, მათ მხარდაჭერა გასულ წელსაც გავუწიეთ, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ, გაგვეფართოებინა ეს თანამშრომლობა და დასის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ.
ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ამ არაჩვეულებრივი დასის სპექტაკლები, მეტი კავშირი გაჩნდეს ჩვენ შორის და, საბოლოოდ, წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი და ინკლუზიური გარემოს შექმნაში. გარდა ამისა, „აზდაკის ბაღი“ ჩვენი დონაციის პლატფორმაზე, Tegeta care-ზეც განვათავსეთ და საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მივეცით“.
დაუნის სინდრომისა და სხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირების თეატრით გაერთიანების იდეა რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს 2015 წელს დაებადა. რეპეტიციები მან ნაქირავებ სარდაფში დაიწყო და პირველი სპექტაკლი - „ბოშები“ - მზიურის ამფითეატრში წარმოადგინა. 2015 წლის შემდეგ ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღმა“ 10-მდე სპექტაკლი დადგა.
ბაჩო გაბრუაშვილი, ინტეგრირებული თეატრის, „აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი: „თეატრის შექმნის იდეა სარეაბილიტაციო დღის ცენტრებში მუშაობისას დამებადა, სადაც სპექტაკლი დავდგი და ახალგაზრდების ენთუზიაზმი დავინახე. ჩვენი დასის წევრებისთვის აბსოლუტურად ყველაფერია ეს თეატრი. თეატრი შშმ პირებს, საკუთარი თავისა და მომავლის რწმენასთან ერთად, განათლების არაფორმალური გზით მიღების საშუალებასაც აძლევს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, გარეთ გავიდნენ, აქტივობებში ჩაერთონ, ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველანი ვზრუნავთ ამ ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემაზე. ამ პროცესში ნებისმიერი დახმარება ძალიან ღირებულია ჩვენთვის“.
რეგიონების პარალელურად, „აზდაკის ბაღი“ ხშირად მართავს წარმოდგენებს თბილისის სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ბოლო ნამუშევრით - ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული Hellados-ით - დასმა უკვე მოიარა დედაქალაქის არაერთი სკოლა. „აზდაკის ბაღის“ რეჟისორი ამბობს, რომ მოსწავლეები ცნობენ და უმეგობრდებიან დასის წევრებს.
„აზდაკის ბაღს“ საკუთარი შენობა ამ ეტაპზე არ აქვს. თეატრი აკაკი ხორავას სახელობის სახლში გადის რეპეტიციებს. აქ დაიდგა Hellados-იც, რომელსაც ინტეგრირებული თეატრის მაყურებელი მიმდინარე კვირაში გორსა და ქუთაისში ნახავს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის ...
20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მი...
თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ...
ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. ...
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები