2 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნეს შეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

საქართველოს ბანკი  მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებები მოამზადა.

შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოლოგიურ, ლოგისტიკურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა:

უფასო კონსულტაცია ინვენტარიზაციის მიმართულებით

ინვენტერი ინვენტარიზაციის სფეროში მზარდი კომპანიაა. იგი რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს უწევს მომსახურებას. ამჯერად კი საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით უსასყიდლო ინსპექტირებას სთავაზობს.  მათ შორისაა ინვენტარიზაცია, მარაგების მართვა, საწყობის მენეჯმენტი და სხვა.

50%-იანი ფასდაკლება რესტორნის რეზერვაციის პლატფორმაზე Rezto

Rezto რესტორნებს მიღებული ჯავშნების ეფექტურად მართვაში ეხმარება, სტუმრებს კი შესაძლებლობას აძლევს, მაგიდა სასურველ რესტორანში სწრაფად და ციფრულად დაჯავშნონ. საქართველოს ბანკის იმ ბიზნესმომხმარებლებს კი, რომლებიც სტუმარმასპინძლობის სექტორში მუშაობენ, შესაძლებლობა აქვთ Rezto-ს სერვისით ნახევარ ფასად ისარგებლონ.

Kovzy-ის 3-თვიანი უფასო მომსახურება კვების ობიექტების მართვის სრულ ციფრულ სისტემაზე

საქართველოს ბანკის მომხმარებელი დამწყები ბიზნესისთვის კომპანია Kovzy-იმ სპეციალური პირობები დააწესა:

  • უფასო ონბორდინგი 1 დღეში;
  • სერვისი 3 თვით უფასოდ;
  • 24/7-იანი მხარდაჭერა;
  • უფასო სისტემური განახლებები.

ინფორმაციისთვის, KOVZY არის პლატფორმა სარესტორნო ბიზნესის გაყიდვების პროცესის სრული ციფრული ტრანსფორმაციისთვის.

20%-მდე ფასდაკლება ბრენდირებული უნიფორმების და სარეკლამო აქსესუარების დამზადებაზე არტესგან

საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებისთვის  სარეკლამო კომპანია არტემ 20%-იანი ფასდაკლება დააწესა. არტე თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანიაა და მომხმარებლებს სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორისაა: ბრენდირებული საჩუქრები, შესაფუთი პროდუქცია; საოფისე აღჭურვილობა, უნიფორმების წარმოება, ფართოფორმატიანი ბეჭდვა და სხვა.

30%-იანი ფასდაკლება სოციალური მედიის მართვის მომსახურებაზე Martex-ისგან

Martex საქართველოს ბანკის სასტარტო ნაკრების მფლობელ მომხმარებლებს სოციალური მედიის მართვის მომსახურებაზე30%-იან ფასდაკლებას  სთავაზობს.

ქალი მეწარმეებისთვის და შშმ პირებისთვის სოციალური მედიის მართვის მომსახურების ღირებულებაზე  დამატებით 10%-იანი ფასდაკლება გავრცელდება;

გარდა ამისა, კომპანია დამწყებ ბიზნესებს დამატებით ბენეფიტებსაც სთავაზობს. ესენია:

  • ლოგოს ან სავიზიტოს დიზაინის საჩუქრად დამზადება;
  • საჩუქრად ყოველთვიური კონსულტაცია მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • საჩუქრად ყოველთვიური კონსულტაცია გაყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

30%-მდე ფასდაკლება სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე + საჩუქარი ფავორიტი X Color Pack-ისგან

ფავორიტი/კოლორპაკი ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, რომელიც 30 წელზე მეტია, ქართული ბაზრის ლიდერია. 

კომპანია ახალ დამკვეთებს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. საქართველოს ბანკის პარტნიორ კომპანიებს მათი დიზაინ სტუდია დამატებით, უფასოდ მოემსახურება.

20%-იანი ფასდაკლება ბუღალტრულ სერვისებზე AccountAnts-ისგან

კომპანია ენთები საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს  ბუღალტრული და საგადასახდო მხარის გამართვას, გაციფრულებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას შეღავათიან ფასად სთავაზობს. 

გარდა ამისა, მომხმარებლები მიიღებენ საგადასახადო ექსპერტების რჩევებს ტრანზაქციების ეფექტურად დასაგეგმად და სამართავად. 

ამ და სხვა შეთავაზებებზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:07

    ტექნოლოგიები და ინოვაციები - Global Tech Weekend T...

    20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მი...

  • 14:54

    თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში...

    თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის ...

  • 12:53

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მი...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ...

  • 11:15

    „სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბ...

    ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. ...

  • 16:05

    თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...

    ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს.   მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...

  • 14:34

    ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კ...

      ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.   ...

  • 14:17

    Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პრო...

      „პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში,  26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...