1 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართება

2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება.

ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებების წარმოჩენა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი და ცხოვრებისეული ყოველდღიურობის ნაწილი იყო.

გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცაღა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში.

რას გულისხმობს წლევანდელი გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება?

წლევანდელი ღონისძიების თემატიკა იქნება გიორგის ერთ-ერთ გამორჩეული თვისება: გიორგი როგორც ანტრეპრენერი. გიორგის მეგობრები, რომლებიც აღნიშნული დაჯილდოების ორგანიზატორები არიან, საზოგადოებას გააცნობენ იმას, თუ რაში მდგომარეობდა გიორგის ანტრეპრენერული სულისკვეთება და რა იყო ამის შინაგანი მამოძრავებელი ძალა.

2025 წლის დაჯილდოება  4 ნომინაციისგან შედგება და ის ღია იქნება ყველასთვის, როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის. იქნება როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ნომინაციები. შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

 წლევანდელი ნომინაციის კატეგორიებია:

 

·         Ecosystem Hero

·         Boldest Startup

·         Super Connector

·         Growth Catalyst

წელსაც, დაჯილდოების მიზანი იქნება:

○        გაზიარებული ღირებულებების პოპულარიზაცია: ვაღიაროთ ინდივიდები და სტარტაპები, რომლებიც განასახიერებენ ისეთ  ღირებულებებს, როგორიცაა სიკეთე, ლიდერობა, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობა. ყოველივე ამით, შთავაგონოთ მომავალი თაობები, გააგრძელონ ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა;

○        ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისება: დაჯილდოება წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მათ შემდგომ ზრდას და განვითარებას;

○        სტარტაპ საზოგადოების გაერთიანება: ჯილდოები მიზნად დაისახავს ისეთი ადამიანების წარმოჩენას, რომელთა საქმიანობაც საჭირო ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, ჩვენს ენერგიულ სამეწარმეო საზოგადოებაში;

დაჯილდოება დაკავშირებული იქნება  ისეთ მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5 ათას ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი და სხვა.

ნომინაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: ნომინაციის რეგისტრაცია

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა  -16 მაისი, 2025.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:07

    ტექნოლოგიები და ინოვაციები - Global Tech Weekend T...

    20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მი...

  • 14:54

    თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში...

    თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის ...

  • 12:53

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მი...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ...

  • 11:15

    „სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბ...

    ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. ...

  • 16:05

    თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...

    ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს.   მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...

  • 14:34

    ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კ...

      ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.   ...

  • 14:17

    Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პრო...

      „პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში,  26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...