1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველი ძიუდოისტის წარმატება ჰოლანდიაში

ჩამოტვირთვა

ამსტერდამში მიმდინარე დიდ პრიზზე ქართველმა ფალავანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და სარეიტინგო 120 ქულა დააგროვა. ქართველი სპორტსმენი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო. ფინალამდე პაპინაშვილმა დომინიკელი, ფინელი, ფრანგი და მონღოლი სპორტსმენები გამოთიშა ასპარეზობიდან. გადამწყვეტ შეხვედრაში კი პაპინაშვილი ასევე მონღოლ ძიუდოისტს დაუპირისპირდა. საწყის წუთებში პაპინაშვილი მეტოქეს ვაზარითა იუკოთი უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ორი ვაზარი მიიღო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები