2 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველი მორაგბეები დიდი შერკინებისთვის ემზადებიან

ჩამოტვირთვა

რაგბიში საქართველოს თასის მფლობელის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. „ავჭალის“ სტადიონზე ერთმანეთს ფინალისტები „არმია“ და „ყოჩები“ დაუპირისპირდებიან. იმის მიუხედავად, რომ „ყოჩები“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ, ხოლო „არმია“ ჩემპიონი გახდა, თასის დათმობას გუნდი არ აპირებს და სპორტსმენები აცხადებენ, რომ საქართველოს თასის პირველობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ფინალური თამაშის წინმსწრებად გამართულ შეხვედრაზე, ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით, პროგნოზის გაკეთება გაუჭირდათ, როგორც რაგბის ფედერაციის წარმომადგენლებს, ასევე მწვრთნელებს. კონკურენტი მხარეები აცხადებენ, რომ ორთაბრძოლა მძიმე იქნება, რადგან ორივე გუნდი თანაბრად საუკეთესოდ არის მომზადებული და უძლიერესია. 20 ნოემბერს „ავჭალის" სტადიონზე მოქმედმა ჩემპიონმა „არმიამ" საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „აია" 17:10 დაამარცხა და „ლიბერთის თასის" ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. „ყოჩებმა“ კი თასზე ძლიერად ითამაშეს და ნახევარფინალურ შეხვედრებში „ლელოს" დამარცხება შეძლეს – ასეთია ამ დრომდე ქრონოლოგიურად განვითარებული მოვლენები. საქართველოს თასის ფინალი 26 ნოემბერს, დღის ორ საათზე, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები