1 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

ჩამოტვირთვა

ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ შეჯიბრების მასპინძლობა საქართველოსთვის ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. "ჭიდაობა ახალგაზრდებში კიდევ უფრო პოპულარული სპორტის სახეობა გახდება, ქვეყანაში კი უამრავი ტურისტი ჩამოვა. ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატს მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ" 6-11 მარტს სერბეთის დედაქალაქმა ბელგრადმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველი მოჭიდავეები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდნენ და საერთო ჯამში ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები