1 7 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

“ერთა თასის” მოსაგებად, უკრაინაში, ბონუსქულა გვჭირდება

ჩამოტვირთვა

რუსეთთან აღებული ბონუსქულით საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს საშუალება მიეცა, ესპანეთისათვის გადაესწრო, რომელმაც თავის მხრივ, რუმინეთი უმძიმეს ბრძოლაში, 13:12, დაამარცხა, თუმცა ბონუსი ვერ აიღო. “ბორჯღალოსნებს” 2012 წლის საჩემპიონო ტიტულისათვის უკრაინის ნაკრებთან ბონუსქულიანი გამარჯვება სჭირდება. თამაში დნეპროპეტროვსკში 9 ივნისს გაიმართება. 17 მარტს გამართული მატჩის ერთერთი მთავარი ამბავი ქართველი სპეციალისტის, ზაზა ლეჟავას, მიერ გაწვრთნილი უკრაინის ნაკრების სენსაციური გამარჯვება იყო პორტუგალიასთან 35:33. საინტერესოა, რომ გადამწყვეტი ლელო ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მორაგბის, ლაშა მალაღურაძის, ძმამ, ჯაბა მალაღურაძემ დადო, რომელიც უკრაინის ნაკრებში თამაშობს. ევროპის “ერთა თასის” საშაბათო ტურის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები ახლა მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები