2 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მამაკაცთა შვედურ ანსამბლს უმასპინძლა

18 ოქტომბერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენრს მამაკაცთა შვედური ანსამბლი გოტებორგსიდან სტუმრობდა. ანსამბლმა კონცერტი საზაფხულო სცენაზე გამართა.  მნიშვნელოვანია, რომ გოტებორქსელები პირველად ეწვივნენ საქართველოს და "მსოფლიო მრავალხმიანობის სატახტოს" - თბილისს.

გასათვალისწინებელია, რომ გუნდი შვედურ კლასიკასთან ერთად და თანამედროვე მუსიკის ნიმუშებსაც ასრულებს. მათ რეპერტუარში შესულია რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი.

კონცერტის დასასრულს, სტუმრებმა ქართული რეპერტუარიდან შეასრულეს: "მრავალჟამიერ", "შენ ხარ ვენახი" და "იმერული მგზავრული"(შვედური თარგმანით). გუნდი გამოირჩევა ტემბრალური მრავალფეროვნებით, შესრულების საკუთარი მანერითა და იუმორით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები